რას ფლობს აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოში?
2018 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში თურქეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,000-ზე მეტი კომპანია დაარეგისტრირეს. აზერბაიჯანის მოქალაქეებმა კი 1,000-მდე ორგანიზაცია დააფუძნეს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც ყოველდღიურად არეგისტრირებენ ახალ კომპანიებს საქართველოში. ამ რიგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებიც შეურთდნენ და აქამდე 800 კომპანია აქვთ რეგისტრირებული.
ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ ამ მასშტაბების დანახვა და უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში საქმიანობის მიმართულებების შესწავლა იყო.
უკვე ორი წელია ამ ოთხი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებული 7,000 კომპანიის დოკუმენტებს ვიკვლევთ. შედეგებს რუკაზე იპოვით.
ჩვენი კვლევა შეუძლებელია, ასახავდეს დღევანდელ მონაცემებს, რადგან ამ წუთშიც, როცა თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, საჯარო რეესტრი ახალ კომპანიას არეგისტრირებინებს თურქეთის, რუსეთის , ჩინეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეს.
გაიგე მეტიმოძებნე კომპანია რუკაზე
პროფაილები
ჩვენ შესახებ
პროექტი "რას ფლობს აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოში?" მომზადებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" მიერ.
მკვლევარები: ნანუკა ბრეგაძე; ნინო აბდალაძე; ია ასათიანი; აიდან იუსუბოვა
რედაქტორი: ნინო ბაქრაძე
დიზაინი: ანა დედაბრიშვილი; ნინო გაგუა
პროგრამული უზრუნველყოფა: დავით მაკარიძე
პროექტი დაფინანსებულია National Endowment for Democracy-ის მიერ. პროექტში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხს აგებს "აი, ფაქტის" გუნდი.